საკონფერენციო სივრცე

საკონფერენციო სივრცე

საქმიანი შეხვედრები, განთავსება და კვება – ყველაფერი ერთ სივრცეში, Dialog Kokhta Bakuriani-ში.

ჯავშნისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

საქმიანი შეხვედრები მშვიდ გარემოში

Dialog Kokhta Bakuriani საქმიანი შეხვედრებისთვის კომფორტულ განთავსებას, თანამედროვე საკონფერენციო სივრცესა და ბაკურიანის მშვიდ, ბუნებრივ გარემოს აერთიანებს.

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული საკონფერენციო დარბაზი კომფორტულ გარემოს ქმნის საქმიანი შეხვედრების, ტრენინგების, ვორქშოპებისა და გუნდური ღონისძიებებისთვის.

საკონფერენციო სივრცე, სასტუმროს ნომრები და რესტორანი საშუალებას გაძლევთ, საქმიანი დღის სრული პროგრამა ერთ სივრცეში დაგეგმოთ.

სივრცე და ტევადობა

ფართობი: 59 მ²

ტევადობა განლაგების მიხედვით:

  • თეატრალური განლაგება: 60 მონაწილემდე
  • U-ს ფორმის განლაგება: 25 მონაწილემდე
  • ერთ საერთო მაგიდასთან განლაგება: 30 მონაწილემდე
  • საკლასო განლაგება: 35 მონაწილემდე

ყავის შესვენება, ლანჩი და ვახშამი

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია ყავის შესვენების, ლანჩისა და ვახშმის ორგანიზება. სტუმრებს Dialog Kokhta Bakuriani-ის რესტორანი „მარილი“ უმასპინძლებს.

კორპორაციული ღონისძიებებისთვის შექმნილი მრავალფეროვანი მენიუდან შეთავაზება თქვენი შეხვედრის ხანგრძლივობის, ფორმატისა და მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით შეირჩევა.

Close
Close