დიალოგი კოხტა
აღმოაჩინეთ სასტუმრო დიალოგი კოხტა
დაისვენეთ დიალოგი კოხტას მყუდრო და გამორჩეულ გარემოში. სასტუმროში დაგხვდებათ რესტორანი მარილი, რომელიც ქართული და საერთაშორისო კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. გაატარეთ სასიამოვნო საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუხრებიან ტერასაზე. მათთვის, ვინც ოჯახურ დასვენებას გეგმავთ ჩვენთან საბავშვო გასართობი სივრცეები დაგხვდებათ, უამრავი საინტერესო აქტივობებით.
სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც გარე ასევე შიდა საპარკინგე სივრცით.
ოთახები
სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 134 ნომერია. დიალოგი კოხტას ოთახები მორგებულია თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს, გათვლილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახური დასვენებისთვის. ყველა აპარტამენტში დაგხვდებათ სარეცხის მანქანა, ელექტრო ქურა, მაცივარი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ტელევიზორი და სხვა ინვენტარი, რაც თქვენს დასვენებას კომფორტულს გახდის.
რესტორანი მარილი
მიიღე საუკეთესო კულინარიული გამოცდილება რესტორანში “მარილი” ისიამოვნე უგემრიელესი კერძებით, ჩვენი მენიუ ტრადიციებისა და ინოვაციების სასიამოვნო ნაზავია, კლასიკური კერძები თანამედროვე დეტალებით, იდეალურად შეხამებული საერთაშორისო სამზარეულოსთან.
საბავშვო სივრცე
სასტუმროში, ჩვენი პატარა სტუმრებისთვის საბავშვო ოთახია მოწყობილი, სადაც სათამაშოები, შემოქმედებითი აქტივობები და საინტერესო თამაშები დახვდებათ, რაც პატარების მათი დასვენების დღეებს მეტად გაახალისებს.