სასტუმროს შესახებ

ჩვენი სასტუმროს შესახებ

დიალოგი კოხტა

აღმოაჩინეთ სასტუმრო დიალოგი კოხტა

დაისვენეთ დიალოგი კოხტას მყუდრო და გამორჩეულ გარემოში. სასტუმროში დაგხვდებათ ბარი & რესტორანი მარილი, რომელიც ქართული და საერთაშორისო კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. გაატარეთ სასიამოვნო საღამოები საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუხრებიან ტერასაზე. მათთვის, ვინც ოჯახურ დასვენებას გეგმავთ ჩვენთან საბავშვო გასართობი სივრცეები დაგხვდებათ, უამრავი საინტერესო აქტივობებით.
სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც გარე ასევე შიდა საპარკინგე სივრცით.

დაისვენე მყუდროდ და კომფორტულად

ოთახები

სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 134 ნომერია. დიალოგი კოხტას ოთახები მორგებულია თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს, გათვლილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახური და მეგობრული დასვენებისთვის. ყველა აპარტამენტში დაგხვდებათ სარეცხის მანქანა, გაზქურა, მაცივარი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ტელევიზორი და ა.შ  რაც თქვენს დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს გახდის.

რესტორანი მარილი

მიიღე საუკეთესო კულინარიული გამოცდილება რესტორანში “მარილი” ისიამოვნე უგემრიელესი კერძებით, ჩვენი მენიუ ტრადიციებისა და ინოვაციების სასიამოვნო ნაზავია, კლასიკური კერძები თანამედროვე დეტალებით, იდეალურად შეხამებული საერთაშორისო სამზარეულოსთან

ჩვენი სივრცე

დიალოგი კოხტა წელიწადის ოთხივე სეზონზე გიმასპინძლებთ. თუ გეგმავთ რომანტიკულ მოგზაურობას, ოჯახურ დასვენებას ან მეგობრებთან ერთად განტვირთვას, ჩვენთან აუცილებლად დაგხვდებათ კომფორტი ნებისმიერ სეზონზე.

საბავშვო სივრცე

სასტუმროში, ჩვენი პატარა სტუმრებისთვის საბავშვო ოთახია მოწყობილი, სადაც დახვდებათ სათამაშოები, შემოქმედებითი აქტივობები და საინტერესო თამაშები, რაც მათი დასვენების დღეებს მეტად გაახალისებს.

Close
Close