პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
ვინ ვართ ჩვენ?
შპს „ბაკურიანი კოხტა“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომპანია“, „ჩვენ“, “ჩვენი“), რომლის საკუთრებაშიც არის სასტუმრო “დიალოგ კოხტა”; მდებარე, ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ.
ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი: 405385364;
ჩვენი იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. N113, სართული 1, კომერციული ფართი; კომპანიის ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ყიფშიძის # 15.
სასტუმროს ფაქტობრივი მისამართი: დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ. ვებ-გვერდი: www.dialoghotels.ge
შესავალი
ჩვენთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის (თქვენი)/სტუმრების პერსონალურ მონაცემთა საქართველოს კანონმედბლობის შესაბამისად დაცვა და უსაფრთხოება.
აღნიშნული დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. ამასთან, წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
დოკუმენტი გამიზნულია:
სასტუმროს სტუმრებისთბის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი);
ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე (სასტუმროს ფარგლებში);
სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც სასტუმროს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია სასტუმრო საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა ან/და სასტუმროში ვიზიტი/განთავსება);
თქვენ მიერ ჩვენი სასტუმროს მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა; ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა;
თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება;
თქვენს შესახებ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ვიღებთ თქვენი თანხმობის საფუძვველზე.
რა სახის ინფორმაცია ვამუშავებთ თქვენს შესახებ?
ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:
საიდენტიფიკაციო მონაცემები:
სახელი, გვარი
დოკუმენტური
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი (ქვეყანა და ქალაქი); ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;
ინფორმაცია სასტუმროს მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები:
ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები
IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies);
ჩანაწერები ;
აუდიო და ვიდეო ჩანაწერები
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები;
ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;
სასტუმროს მიერ შექმნილი მონაცემები;
სასტუმროს მიერ სტუმრების შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები ქცევის და ა.შ.);
მზა ჩანაწერები (Cookies)
კომპანია მუდმივად ზრუნავს ვებ-გვერდის გამოყენებისას, მომხმარებელს გაუუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, რაც ასევე გარანტიაა მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies)
გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლის მარტივად ადაპტირების მიზნებით.
მზა ჩანაწერების მეშვეობით ვადგენთ ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობის მოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობას, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაციას, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მიმდინარეობს, რომელიგეოლოკაციიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო მომხმარებელი ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს.
ჩვენს ვებ-გვერდზე და დისტანციურ არხებში ვიზიტისას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეთანხმოთ/არ დაეთანხმოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას ან/და მართოთ თქვენი სურვილის შესაბამისად მზა ჩანაწერების გამოყენების მიზნობრიობა (მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, არ დაეთანხმოთ მზა ჩანაწერების გამოყენებას ანალიტიკური ან/და მარკეტინგული მიზნებით).
მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. სასტუმროს/კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
მომსახურების გასაწევად (გადახდა, გადარიცხვა და ა.შ.);
მომსახურების (პირობების ცვლილების, ახალი ან დამატებითი პროდუქტის, აქციების) შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის.
სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;
მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
თანამშრომლების , სტუმრების/მომხმარებლების ან სხვა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად.
სტუმრებისთვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
სასტუმროს/კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან/და სტუმრის/მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით;
მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით სასტუმროს/კომპანიის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
კომპანიის/სასტუმროს ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:
თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად მონაცემთა დაცვის აუცილებლობა;
თქვენთვის მომსახურების გასაწევად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
კომპანიის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
ვიდეო-სათვალთვალო სისტემის სასტუმროს ტერიტორიაზე გამოყენება ხდება დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემთხვევაში – მონაცემების დამუშავება ხდება თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელებისთვის პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.
რა შემთხვევაში ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
გარიგების მონაწილე მხარეებს;
კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს;
სადაზღვევო კომპანიებს;
მომსახურების პროვაიდერებს – მათ შორის და არამხოლოდ: კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს.
ჩვენი ჯგუფის კომპანიებს.
სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
თქვენ უფლება გაქვთ:
მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
გაეცნოთ თქვენს შესახებ კომპანიაში დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით;
მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ
სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი წაშლა და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას;
მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;
არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ თქვენ მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების პორტირება ანუ სტუქტურიზებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა;
ავტომატიზირებული საშუალებებით თქვენ შესახებ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზირებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობით, აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონით;
თქვენი უფლებების შეზღუდვა:
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:
სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
თქვენი ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს
სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
უფლებების შეზღუდვის ზომას კომპანია იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა:
თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვინახავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების პოლიტიკებს და პროცედურებს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.
მონაცემთა შენახვის ვადა
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ.
ან ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ კომპანიას შემდეგ ელ. ფოსტაზე: Info.kokhta@dialoghotels.ge
დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ნომერზე : 0322 502 302
ცვლილებები:
ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. განახლებული დოკუმენტი ცვლილების თარიღის მითითებით გამოქვეყნდება ჩვენს ვებ. გვერდზე.
თარიღი: 31 მაისი / 2024
პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკა
გამოქვეყნების თარიღი: 31 მაისი / 2024
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკას, ვინაიდან პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის „სასტუმრო“ (I/N:405385364) („მონაცემთა მაკონტროლებელი“, „მონაცემთა დამმუშავებელი“) (ერთობლივად – „ ჩვენ“ ან „ჩვენი“) დაამუშავებს თქვენს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს („პერსონალური მონაცემები“ ან „პერსონალური ინფორმაცია“), თუკი მონიშნავთ ამ ვებსაიტზე პირდაპირი მარკეტინგის მიღების ღილაკს და შეავსებთ შემდეგ ინფორმაციას:
თქვენი სახელი და გვარი;
თქვენი ელ – ფოსტის მისამართი;
თქვენი ტელეფონის ნომერი (თუ მითითებულია).
გთხოვთ, ასევე გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე, რათა გაიგოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შემდგომი საფუძველი, პრინციპები, რომლებსაც ვიყენებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას და შეიტყოთ იმ უფლებებზე, რომლითაც აღნიშნულთან დაკავშირებით სარგებლობთ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტი („თქვენ“/“ თქვენი“).
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკაზე თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იგი ავტომატურად ხდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი.
როგორ ვიყენებთ პირდაპირ მარკეტინგს:
ჩვენ ვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართს პირდაპირი მარკეტინგისთვის, რათა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების, მარკეტინგული სიახლეების და სპეციალური შეთავაზებების, რეკლამების, გაყიდვებისა თუ აქციების და მესამე მხარეებთან თანამშრომლობის შესახებ („მარკეტინგის კომუნიკაცია“);
ჩვენ არ ვუგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს ავტომატურად ჩვენს არსებულ ან პოტენციურ კლიენტებს. ამ პროცესში ჩვენ ვეყრდნობით „თანხმობის და უარის თქმის პოლიტიკას“, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს მარკეტინგულ შეტყობინებებს მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება თქვენი გამოხატული თანხმობა ამ პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკაზე. თქვენი მხრიდან აღნიშული შეტყობინებების მიღებაზე თანხმობის გაუქმებისას, ჩვენ დაუყოვნებლივ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში, შევწყვეტთ შემდგომ მარკეტინგულ კომუნიკაციას; შესაბამისად, თქვენ აღარ მიიღებთ ჩვენგან რაიმე მარკეტინგულ ინფორმაციას ტექსტური შეტყობინების, სატელეფონო ზარის, ფოსტის ან ფაქსის საშუალებით.
რა სახის მარკეტინგული შეტყობინება შეიძლება მიიღოთ ჩვენგან
ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინების მიღებაზე თანხმობის ფარგლებში, თქვენ მიიღებთ შემდეგი სახის ინფორმაციას:
ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას, რაც მორგებულია თქვენს ინტერესებსა და პრეფერენციებზე;
ჩვენს მარკეტინგულ სიახლეებსა და სპეციალურ შეთავაზებებზე იფნორმაციას; რეკლამას;
სიახლეებს ჩვენს შესახებ, რაც მოიცავს ინორმაციას ჩვენი თანამშრომლობის შესახებ სხვა მესამე მხარეებთან;
მომავალი გაყიდვებისა და აქციების შესახებ ინფომაციას;
ჩვენი შვილობილი კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების, მათ შორის, მათი მარკეტინგული სიახლეების, სპეციალური შეთავაზებების, რეკლამების, გაყიდვებისა და აქციების შესახებ ინფორმაციას, რაც დადგენილია წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკის შესაბამისად.
ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის:
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ჩვენ შეიძლება თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ შემდეგ მხარეებს:
• ჩვენს შვილობილ კომპანიებს, რაც გულისხმობს ჩვენთან აფილირებულ/დაკავშირებულ სუბიექტებს, ანუ ნებისმიერ სუბიექტს და/ან პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენ მიერ; გაზიარება ხორციელდება
კორპორატიული მმართველობის/მენეჯმენტის სტრუქტურისა და საერთო ბიზნესისა და მარკეტინგის ინტერესების ფარგლებში ჩვენი ფილიალების ჯგუფში, რათა მოგაწოდოთ მათი მარკეტინგული ბიულეტენები და სპეციალური შეთავაზებები მათი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
• ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც ესაჭიროებათ წვდომა და ამუშავებენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, შებოჭილნი არიან იმავე ხარისხის კონფიდენციალურობის ვალდებულებებით თქვენი პერსონალური მონაცემების სათანადო მოპყრობასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და გაუთქმელობასთან დაკავშირებით;
თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინების მიღება
პირდაპირი მარკეტინგის შეტყობინების მიღებაზე თქვენი თანხმობის გამოხმობა ისეთივე მარტივია, როგორც თანხმობის მიცემა:
თქვენთან გაგზავნილ ყველა მარკეტინგულ შეტყობინებას აქვს ინტეგრირებული გამოწერის გაუქმების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად თქვათ უარი ჩვენგან ნებისმიერი მარკეტინგული შეტყობინების მიღებაზე;
ამასთან, ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ საკონტაქტო მეილზე შეტყობინების დაფიქსირების გზით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენგან პირდაპირი მარკეტინგის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ აღარ მიიღებთ მარკეტინგულ შეტყობინებებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რათა უარის ეს მოთხოვნა დამუშავდეს კანონით განსაზღვრულ ვადებში
პირდაპირი მარკეტინგის შეტყობინების მიღებაზე თქვენი თანხმობის გაუქმება ავტომატურად გამოიწვევს ჩვენი შვილობილი კომპანიებისგან მარკეტინგული კომუნიკაციის მიღებაზე თანხმობის გაუქმებას. ამდენად, თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე დამატებითი ქმედებების განხორციელება, რათა ჩვენმა შვილობილმა კომპანიებმა შეწყვიტონ მარკეტინგული შეტყობინების გამოგზავნა.
შენახვის უსაფრთხოება და ხანგრძლივობა
კომპანია პერსონალურ ინფორმაციას ეპყრობა უდიდესი ყურადღებით და მკაცრად უცავს კონფიდენციალურობის პრინციპს, შესაბამისად ვიღებთ ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომას, რათა არ დაექვემდებაროს ეს ინფორმაცია უკანონო გამოყენებას, დაკარგვას, ცვლილებას, წაშლას, დამუშავებას ან წვდომასა და ზემოქმედებას სხვა არა-ავტორიზებული ფორმებისგან. ეს ზომები გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას უსაფრთხო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირებისთვის ჩვენს მიერ დანერგილი
ოპერატიული პროცედურების შიდა სტანდარტების შესაბამისად და სავალდებულოა ჩვენი პერსონალისთვის.
კომპანია უზრუნველყოს რომ, პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკის შესაბამისად მიღებული/დამუშავებული ინფორმაცია დაცული იყოს ყველა იმ პირის მიერ ვინც ჩართულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და მარკეტინგული შეტყობინებების გამოქვეყნებაში.